English / ქართული / русский /
გოდერძი ტყეშელაშვილითამარ კილაძე
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობები

ანოტაცია.  სტატიაში გაანალიზებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, მისი ღია ზღვაში გასასვლელის არსებობის უპოირატესობა და მსოფლიოს ეკონომიკის გლობალიზაციის გავლენით არნახულად გაზრდილი ტვირთბრუნვის მოთხოვნილებები, რომლებიც საქართველოს ანიჭებს ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ფუნქციას არამარტო მოსაზღვრე სახელმწიფოებისათვის, არამედ შუა აზიის ქვეყნებისათვის, ჩინეთის, ირანისა და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებისთვისაც.

საკვანძო სიტყვები. ეკონომიკა, მენეჯმენტი, ტრანზიტი, ტრანსპორტი. 

შესავალი

საქართველოს გააჩნია ძალზედ ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ის უმოკლესი გზით აკავშირებს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს მეზობელ აზერბეიჯანთან და სომხეთთან, ასევე შუა აზიის სახელმწიფოებთან, ნაწილობრივად ჩინეთის დასავლეთთან და სპარსეთის სამხრეთთან. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და სახელმწიფოთა აქამდე არნახულმა ეკონომიკის სპეციალიზაციამ, ასევე კასპიის ზღვის რეგიონში ნახშირბადოვანი საწვავის მნიშვნელოვანმა წიაღისეულმა სიმდიდრეებმა ნავთობისა და გაზის სახით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის მაღალმა ტემპმა და ამ ქვეყანაში მანქანა-დანადგარების, საყო­ფაცხოვრებო ტექნიკისა და მსუბუქი მრეწველობის  წარმოების მოცულობებმა გამოიწვია მათი ტრანსპორტირების აუცილებლობა, ამასთან ევროპიდან ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებში არის მოთხოვნილება უამრავი სახეობის სამრეწველო პროდუქციაზე, რაც, რასაკვირველია, განაპირობებს ტვირთბრუნვის არნახულ ზრდას. დღემდე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ტვირთბრუნვის ძირითადი კორიდორი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადის, მაგრამ უკრაინასთან ომის გამო დასავლეთი სულ უფრო და უფრო ყოვლისმომცველ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს რუსეთის ფედერაციას, რაც მისი სატრანსპორტო სისტემების მოხმარების შეზღუდვისკენაცაა მიმართული, შესაბამისად იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი კავკასიის შუა სატრანზიტო კორიდორზე მოთხოვნილება, რაც რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოთამაშედ გადაქცევის შანსს იძლევა. აღნიშნულით დაინტერესებულია ევროკავშირი და აზიის სხვა  სახელმწიფოები. ევროკავშირმა ასოცირების შესახებ ყოვლისმომცველ ხელშეკრულებაში განგვისაზღვრა სატრანსპორტო სისტემების სტანდარტების დაახლოების აუცილებლობა. 

ძირითადი ნაწილი

საქართველო განვითარებადი პატარა ქვეყანაა, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობა მხოლოდ 5000 $-ის ფარგლებშია და სხვადასხვა მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით მსოფლიოს ქვეყნების პირველ ასეულში თუ შედის.

მიუხედავად ამ არამიმზიდველი ეკონომიკური მდგომარეობისა, საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე მასშტაბური  მილსადენი:

ü ბაქო–თბილისი–ერზერუმის/შაჰ–დენიზის;

ü ბაქო–სუფსის (დასავლეთის საექსპორტო მილსადენი/დასავლეთის ადრეული ნავთობის);

ü ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის;

ü TAP (ტრანს– ადრიატიკის);

ü ჩრდილოეთ–სამხრეთის გაზის.

აღნიშნული მილსადენები საქართველოს ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა და მისი უსაფრთხოების გარანტიაცაა.

სატრანზიტო გადაზიდვებს აწარმოებს საქართველოს რკინიგზა, ავტომაგისტრალი, საზღვაო პორტები და ნაწილობრივ საჰაერო ტრანსპორტიც.

საქართველოში სატრანსპორტო სექტორის განვითარება  მაღალი ტემპით გასული საუკუნეში დაიწყო, მასიურად გაჩნდა მოთხოვნილება სარკინიგზო, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებაზე, რასაც თან დაერთო ეკონომიკური აღმავლობაც,  ტრანსპორტი ემსახურებოდა რესპუბლიკის ეკონომიკასაც და ასრულებდა სატრანზიტო ფუნქციასაც. რასაც ხელს უწყობდა საზღვაო გასასვლელები, საზღვაო ხომალდების ქონა და შავ ზღვაზე ფოთისა  და ბათუმის პორტების ინტესიური განვითარება.

1987 წლის სტატისტიკური წელიწდეულის მონაცემები ტრანსპორტის ძირითადი სექტორების შესახებ  წარმოდგენილია პირველ და მეორე ცხილებში.

ცხრილი 1

გადაზიდული ტვირთების მოცულობა (ათასი ტონა) [Народное...,1988, 154]

წლები

ტრანსპორტის ყველა სახე

მათ შორის

რკინიგზა

საზღვაო

საავტომობილო

ავიაცია

1940

25059,3

5240

5518

14300

1,3

1960

124529,5

18152

7695

98674

8,5

1970

229753,0

25829

7381

195533

10,0

1980

410766,0

38906

6091

367759

10,0

1985

449992,2

40438

4258

405270

16,2

1986

463987,9

39649

4950

409323

15,9

1987

487178,3

37309

5803

444040

16,3

მონაცემების თანახმად 1987 წელს საზღვაო ტვირთბრუნვის მოცულობა სარკინიგზო ტრანსპორტისას 5-ჯერ აღემატებოდა, ხოლო საავტომობილოსას – 10-ჯერ. ეს  მაშინ, როცა 2012 წლის შემდგომ საქართველოს რეზიდენტი პირების საკუთრებაში აღარ დარჩა საზღვაო გადაზიდვების განმახორციელებელი  არცერთი მნიშვნელოვანი მცურავი საშუალება, შესაბამისად, სტატისტიკურად არ ფიქსირდება საზღვაო გადაზიდვების მოცულობაც  [საქართველოს .., 2022, 197]

ცხრილი 2

საქართველოს რესპუბლიკის სატრანსპორტო ტვირთბრუნვა

(მლნ. ტ. კმ.) [საქართველოს..., 2022, 155]

წლები

ტრანსპორტისულ

მათშორის

რკინიგზა

საზღვაო

საავტომობილო

ავიაცია

1970

31758,3

10632,3

18232,0

2879,6

14,4

1975

47389,5

12255,4

30853,1

4262,6

16,1

1980

72933,1

14655,8

52261,8

3990,4

25,1

1985

74522,2

134487,3

54040,4

6966,2

27,3

1986

80516,7

13032,4

60645,2

6708,9

30,2

1987

79697,2

12499,5

60423,4

6744,2

30,1

საქართველოს პორტებში დამუშავებული ტვირთების მოცულობები ბოლო ათწლეულში  განუწყვეტლივ მცირდებოდა, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომისა და რუსეთისათვის  გამოცხადებული სანქციების გამო ტვირთების კავკასიის შუა სატრანზიტო დერეფნით გადაზიდვაზე მოთხოვნა მკვეთრად ამაღლდა.

2021 წ-ის Forbes-საქართველოს კვლევის მიხედვით, ტვირთების გადამუშავება შემცირებულია 3%-ით და შეადგინა 11,1 მლნ. ტონა (იხ. დიაგრამა 1). 

 

დიაგრამა 1. საქართველოს პორტებში გადაზიდული ტვირთები

[Forbes-საქართველო.., 2022]

 ტვირთბრუნვის მიხედვით საქართველოსთვის უდიდესია ფოთის პორტი, მისი  მონაცემები შემდეგი სახისაა (დიაგრამა 2). 

  

დიაგრამა 2. ფოთის პორტის მონაცემები.[Forbes-საქართველო.., 2022] 

2021 წლის ბათუმის პორტის მონაცემები დიაგრამა 3-ზეა წარმოდგენილი. 

 

             დიაგრამა 3. ტვირთების მოცულობა ბათუმის პორტში[Forbes-საქართველო.., 2022]

უფრო დაწვრილებით ბათუმის პორტის მონაცემები მოცემულია ცხრილ  3-ში.

ტვირთბრუნვის მოცულობების ზრდით არც ყულევისა და სუფსის ტერმინალები არიან გამორჩეული და იქაც ანალოგიური დინამიკაა.

გასული წლიდან გამოჩნდა პუბლიკაციები, რომლებიც ამტკიცებენ მსხვილი ლოგისტიკური ოპერატორების მიერ ტვირთების სატრანზიტო დერეფნად საქართველოს გამოყენების მზადყოფნას. ეს ტვირთნაკადები მიეკუთვნება არა მარტო  მეზობელ სომხეთსა და აზერბეიჯანს, ან თუნდაც შუა აზიის ქვეყნებს, არამედ  ჩინეთსა და სამხრეთ კორეასაც. 

ცხრილი 3

ბათუმის პორტის  ტვირთბრუნვის მაჩვენებლები  [ბათუმის .., 2022] 

 

ჩინეთი ტვირთბრუნვის მოცულობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დიდია ტვირთბრუნვა ევროპის სამხრეთ ქვეყნების მიმართულებიდაც, მათთვის შუა კავკასიის კორიდორი შეიძლება გახდეს  ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი.

ჩინეთმა რუსეთის ალტერნატივად ახალი ევროპული სარკინიგზო გზა უკვე გამოცადა,  იგი ქსიანის პორტს საქართველოს გავლით გერმანიასთან  დააკავშირებს. ინფორმაციას Railfreight ავრცელებს.

აღნიშნული გზა ახალი მულტიმოდალური სერვისია. ევროპიდან გაივლის შავ და კასპიის ზღვებს, გადის ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე. ამ გზით ტრანსპორტირდა 42 კონტეინერიანი პირველი მატარებელი.

„ეს მულტიმოდალური საზღვაო-სარკინიგზო გადაწყვეტა ქსიანის მშრალი პორტის ახალი მცდელობაა, რომ ბაზრის მოთხოვნილება მოგვარდეს,“ –  წერს პორტალი[ჩინეთიდან..., 2022]

Railfreight-ის ცნობით, ამ გადაწყვეტას ბევრი კომპანია იკვლევს. პორტალს  ჩინეთის პროვინცია განსუს ქალაქ უვეისა და ფოთის პორტის თანამშრომლობა მოჰყავს, რომელიც მიზნად ისახავს რეგულარული სატვირთო მატარებლების მოძრაობას იმავე მულტიმოდალურ მარშრუტზე პერსპექტივაში შემდგომი გაფართოებით უნგრეთის დედაქალაქამდე  სარკინიგზო ან საავტომობილო გადაზიდვების გამოყენებით.

მოყვანილი მსჯელობა ასაბუთებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობას, რაც ვერ მიიღწევა მხოლოდ ინდივიდუალური სურვილებით და საჭიროა შეიქმნას მიმზიდველი მაკროეკონომიკური გარემო.

რუსეთისა და ირანისთვის გაცხადებული სანქციების ფონზე მოსალოდნელია რუსეთზე გამავალი სატრანზიტო ტვირთების გადმომისამართება აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა დერეფნის კორიდორზე, ანუ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. გადმომისამართებული ტვირთების მოცულობამ დღეისათვის შესაძლებელია 400 მლნ. ტ. მიაღწიოს. ამ რაოდენობის ტვირთის გატარებას საქართველოს ტრანსპორტი უახლოეს წლებში ვერ შეძლებს, თუმცა მოსალოდნელია უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და შედეგად:

v „ნაბუკოს“ მილსადენის პროექტის განხორციელება.

„ნაბუკოს“ რუსეთის  გაზსადენებისათვის უნდა გაეწია კონკურენცია. ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების გამო პროექტს გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მის წინააღმდეგ აქტიურობდა რუსეთი. პროექტის სუსტი მხარე იყო მისი მაღალი ღირებულება. აზრთა სხვადასხვაობა იყო თავად ევროპის ქვეყნებშიც.

პროექტს კასპიური გაზის ევროპაში ტრანსპორტირება უნდა შეძლებოდა, მომავალში  კი  ირანისა და ერაყის ენერგორესურსების ტრანსპორტირებაც მოხდებოდა. მილსადენის  სიგრძე 3 300 კმ იყო, წარმადობა – 31 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში. პროექტი ითვალისწინებდა:

 

ნახ. 1. “ნაბუკო” 

v საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის ინვესტიციების მოზიდვას და რკინიგზის ტვირთბრუნვის  დაახლოებით 40 მლნ. ტონამდე გაზრდას წელიწადში. 

 ნახ. 2. საქართველოს სარკინიგზო რუკა 

v ინვესტიციათა მოზიდვას ავტომაგისტრალების მშენებლობისათვის წითელი ხიდიდან სარ­ფამდე, ავტომაგისტრალების გამტარუნარიანობის გაზრდას 40-50 მლნ. ტონამდე წელიწადში.

 

ნახ. 3. საქართველოს საავტომობილო გზები 

v ინვესტიციების მოზიდვას ბათუმისა და ფოთის პორტების განვითარებისა  და ახალი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებისათვის. 

 

ნახ 4. საქართველოს საზღვაო აკვატორია 

v ინვესტიციების მოზიდვას ლოგისტიკური ჯაჭვის სხვა ისეთ შემადგენლებში, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის ტერმინალები და ლოგისტიკური ჰაბები. 

დასკვნა

სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა გამოიწვევს სატრანზიტო საგზაო მაგისტრალების გასწვრივ უმეტესად ავტომაგისტრალების, რკინიგზისა და პორტების განთავსების არეალში სწრაფ აგლომერაციულ განვითარებას. მათი სპონტანურად გაშლის თავიდან აცილებისათვის საჭიროა მთავრობამ დაამუშაოს საქართველოს აგლომერაციული განვითარების გეგმა, რომელშიც აისახება  სატრანზიტო გზების მიმართულებებზე არქიტექტორული და განსახლების ზონალობა, საწარმოო სიმძლავრეების განთავსების ადგილები, ლოგისტიკური ობიექტები, რეკრეაციული ფართობები და სხვ. მთავარია, ეს მიმართულება დამუშავდეს კომპლექსურად, შეირჩეს ის ოპტიმალური თანაფარდობა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნისათვის საუკეთესო შედეგების მოტანას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბათუმის პორტის ოფიციალური საიტი: https://www.batumiport.com /ge/generaluri_direqtoris _mimartva/ statistika/ ?2020574186ж
  2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2021. თბ., 2022 წ., 197 გვ.
  3. ჩინეთიდან გერმანიაში ტვირთები საქართველოს გავლით უკვე გაიგზავნა – მოსკოვი  ახალი მარშრუტით უკმაყოფილოა. Bpn-ის პუბლიკაცია. საიტი: https://www.bpn.ge/article/94420-chinetidan-germaniashi-tvirtebi-sakartvelos-gavlit-ukve-gaigzavna-moskovi-axali-marshrutit-ukmaqopiloa.
  4. Народное хозяиство Грузинской ССР в 1987 году. Тб. 1988 г. 154 г.
  5. Forbes-საქართველოს კვლევა. საიტი: https://mail.google.com/mail/u/0 /#sent/KtbxLzfh cfJgnqvTvFRjLPh PxsNTtsfwvq?compose=DmwnWrRlQzLnxMshrFWRXFlMrlzxQLMClHWp QpvxBbwcHPSfJWKLfmxxkzbgpHzDw ZPph dWTQnL b&projector=1